civil.ge
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნად შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივნის ვაკანტურ პოსტზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ შს მინისტრი ვახტანგ გომელაური დანიშნა და თქვა, რომ იგი ამ მოვალეობას „შეთავსებით“ შეასრულებს. გახარიამ სიახლის შესახებ მინისტრთა კაბინეტს და მედიას დღეს გამართული მთავრობის სხდომის წინ ამცნო, გომელაურს „საპასუხისმგებლო“ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და თქვა, რომ გომელაურის „ფუნქციონალი და ძალისხმევაც იქნება გაზრდილი და უფრო ეფექტური“. ასევე წაიკითხეთ: https://civil.ge/ka/archives/336287