ახალი ამბები

გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას პოლიტიკოსები აფასებენ

ქართული ოცნების მიერ გენერალური პროკურორის პოზიციაზე ირაკლი შოთაძის ხელახლა დაბრუნებას, მმართველი გუნდი და ოპოზიცია აფასებენ. „სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

მმართველი გუნდის შეფასება

გიორგი გახარია – პრემიერ-მინისტრი: „ირაკლი შოთაძე არის ღირსეული პროფესიონალი, რომელმაც შეძლო მძიმე გადაწყვეტილების მიღება, პასუხისმგებლობის აღებაც“.

არჩილ თალაკვაძე – პარლამენტის თავმჯდომარე: „ირაკლი შოთაძის მუშაობის პერიოდში პროკურატურა იყო ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური… მას ნამდვილად აქვს მართვის გამოცდილება, ის არის ერთ-ერთი პროფესიონალი პროკურორი… რაც შეეხება მის გადადგომას, მან მიიღო ღირსეული გადაწყვეტილება და აჩვენა მთელ საზოგადოებას, რომ მისთვის არა თანამდებობა, არამედ მორალური პრინციპები და ანგარიშვალდებულება საზოგადოებასთან არის მთავარი“.

მამუკა მდინარაძე – საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი:ირაკლი შოთაძე არის ადამიანი, რომელმაც ერთი კითხვის დასმისთანავე დატოვა თანამდებობა, ღირსეული ადამიანი. შესაბამისად, პროფესიონალი თავის საქმის“.

გია ვოლსკი – პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე: „მთავარი თემა ის არის, რომ პროკურატურამ საზოგადოებისთვის უნდა იმუშაოს. ამას უზრუნველყოფს დარწმუნებული ვარ გენერალური პროკურორი“.

ოპოზიციის შეფასება

თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „[შოთაძე] ძალიან კარგად ხვდება, მონათა შორის მონა, რატომ აირჩია ივანიშვილმა, იმიტომ, რომ მას მოუწევს ხელი მოაწეროს ყველაზე ბინძურ საქმეებზე, როდესაც ივანიშვილი პოლიტიკური დევნის ინსტრუმენტად გამოიყენებს პროკურატურას წინასაარჩევნოდ, იმ არჩევნებისთვის, რომელშიც ის შედის საზოგადოების მხარდაჭერის გარეშე და სადაც ის ფიქრობს, რომ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებით, შევიწროებით, მედიაზე ზეწოლით, დაშინებით და მოსყიდვით შეძლებს შეცვალოს ის გარდაუვალი კრახი, რომელიც მას ელოდება არჩევნებზე. ამისთვის არის გამწესებული ირაკლი შოთაძე ამ თანამდებობაზე“.

გიორგი კანდელაკი – ევროპული საქართველო, დეპუტატი: „თავად ირაკლი შოთაძის დასახელება იყო ძალიან შეურაცხმყოფელი ნაბიჯი ივანიშვილის მხრიდან და ახლაც ეს არის პარლამენტის უპატივცემულობა.

დამოუკიდებელი დეპუტატების შეფასება

ლევან კობერიძე – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატები ემიჯნებიან დღეს ირაკლი შოთაძის პროკურორად ხელმეორედ არჩევის პროცესს… ირაკლი შოთაძე ამ შემთხვევაში იქნება გენერალური პროკურორი, რომელიც აპრიორი იქნება გამტარებელი პოლიტიკური მიზნებისა და წნეხის საქართველოში არჩევნებამდე“.

ლევან გოგიჩაიშვილი – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება [ივანიშვილთან] არის შეთანხმებული… ქართული ოცნების ეს შემადგენლობა არ აირჩევდა შოთაძეს, რომ არ იყოს მოთხოვნა პარტიის თავმჯდომარის [ივანიშვილის მხრიდან], მისი ხელმეორედ დაბრუნების“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button