civil.ge
ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტმა ერთობლივი განცხადება ვერ მიიღო
12-13 თებერვალს, ევროპარლამენტმა სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს საპარლამენტო ასოცირების კომიტეტის მე-9 შეხვედრას უმასპინძლა. კომიტეტმა ერთობლივი განცხადება ვერ მიიღო. ამ ფაქტს ქართული ოცნებისა და ოპოზიციის ურთიერთბრალდებები მოჰყვა. ასოცირების კომიტეტის სხდომა, რომელიც ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმების შესრულების საპარლამენტო კონტროლს ახორციელებს, საქართველოს პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის დავით სონღულაშვილისა და ესტონელი ევროპარლამენტარის მარინა კალიურანდის თანათავმჯდომარეობით გაიმართა. საპარლამენტო ასოცირების კომიტეტში ქართველი ოპოზიციური პარტიების …