civil.ge
კალაძემ და კობახიძემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულეს
ქართული ოცნების გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ და ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში ვიზიტი დაასრულეს, სადაც ევროპარლამენტარებთან რიგი შეხვედრები გამართეს. კალაძის თქმით, შეხვედრების მიზანი საქართველოში მიმდინარე რეფორმების, ასევე მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ევროპარლამენტარების ინფორმირება იყო. 12 თებერვალს, კალაძე და კობახიძე ევროპარლამენტარებს მიხაელ გალერს, სანდრა კალნიეტეს, ვლოდზიმეჟ ციმოშევიჩს და სვენ მიკსერს შეხვდნენ. …