civil.ge
ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა თბილისში, ცხინვალსა და მოსკოვში შეხვედრები გამართეს
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებმა ევროკავშირიდან, გაეროდან და ეუთოდან, ტოივო კლაარმა, ჯიჰან სულთანოღლუმ და რუდოლფ მიხალკამ 6-12 თებერვალს თბილისში, ცხინვალსა და მოსკოვში შეხვედრები გამართეს. ტოივო კლაარის თქმით, თბილისში მათ „მნიშვნელოვანი დისკუსიები“ ჰქონდათ ცხინვალის რეგიონთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ზოლზე უსაფრთხოებისა და გამშვები პუნქტების დახურვის თაობაზე. https://twitter.com/ToivoKlaar/status/1227668289905709056?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1227668289905709056&ref_url=https%3A%2F%2Fcivil.ge%2Farchives%2F338600 12 თებერვალს თანათავმჯდომარეები საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდნენ. საქართველოს საგარეო უწყების …