civil.ge
ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ესწრება
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიან შეხვედრას ესწრება, რომელიც ნატოს შტაბბინაში 12-13 თებერვალს იმართება. 12 თებერვალს ღარიბაშვილმა თავის ლიეტუველ კოლეგასთან, რაიმუნდას კარობლისთან გამართა ორმხრივი შეხვედრა. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა ლიეტუვას როლს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისა და თავდაცვის სფეროს ტრანსფორმირების საქმეში. https://twitter.com/GharibashviliGe/status/1227576738395426816?ref_src=twsrc%5Etfw%7Ctwcamp%5Etweetembed%7Ctwterm%5E1227576738395426816&ref_url=https%3A%2F%2Fcivil.ge%2Farchives%2F338580 ნატოში ლიეტუვას მუდმივი დელეგაციის ინფორმაციით, მხარეები შემდგომ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ, …