civil.ge
ოპოზიცია აპრილში საპროტესტო აქციას გეგმავს, სადაც ერთიან საარჩევნო გეგმას წარადგენს
ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა დღეს ლეიბორისტული პარტიის ოფისში ორსაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადეს, რომ 4 აპრილს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციას გამართავენ, სადაც საზოგადოებას არჩევნების თაობაზე ოპოზიციის ერთიან სამომავლო გეგმას გააცნობენ. მათივე თქმით, მთავარი გზავნილი იქნება - „არცერთი ხმა ქართულ ოცნებას“. მანამდე ოპოზიციის ლიდერები პიკეტირებას, რეგიონებში გასვლას, მოსახლეობასთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან შეხვედრებს აპირებენ. ოპოზიციის კონსულტაციების დასრულების შემდეგ ევროპული …