civil.ge
ომბუდსმენი უგულავას საქმეზე გამოტანილ განაჩენს ეხმაურება
საქართველოს სახალხო დამცველი ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გიგი უგულავასა და სხვა პირების მიმართ გუშინ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს ეხმაურება და მიიჩნევს, რომ აღნიშნული საქმე „იმ საფრთხეების მატერიალიზაციაა“, რომელთა გამოც სახალხო დამცველი მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას ითხოვდა. ომბუდსმენი 11 თებერვალს გავრცელებულ განცხადებაში მიუთითებს, რომ პროკურატურის მიერ უგულავას საქმის მეორე ინსტანციისა და უზენაეს სასამართლოში გასაჩივრების დროს, …