civil.ge
თფილისის თვითმმართველობა სურსათის კონტროლის ზომებს ამკაცრებს
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 13 თებერვალი, N34 ქალაქის თვითმმართველობაში რადგანაც ბოლო დროს ქალაქში გახშირდა ცუდი ხარისხის ღვინით ვაჭრობა, ქალაქის თვითმმართველობის საექიმო სანიტარულმა ზედამხედველობა ტფილისის ყველა დიდი ღვინის საწყობიდან მოითხოვა ღვინის ჭაშნიკები, რათა ქიმიურათ გამორკვეული იქნეს გასასყიდ ღვინის ღირსებას. ქალაქის საექიმო-სასანიტარო ზედამხედველობამ მეორე სამილიციო უბანში აღმოაჩინა და განადგურებული იქნა 210 ფუთი უვარგისი თევზი (კუტუმი). ქალაქის …