რესპუბლიკის ამბები

ბრიტანეთის მიერ ოკუპირებულ ბათუმის ოლქში ანარქია სუფევს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 5 თებერვალი, N27

ანარქია ბათუმის ოლქში

ბათუმიდან გვაყობინებენ, რომ ოლქი უპატრონოდ არის მიტოვებული. ინგლისელების მართვა-გამგეობა ფაქტიურად ქალაქ ბათუმს არ სცილდება.

ოლქი შეიქმნა ახლად დაძმობილებულ ენვერ ფაშის აგენტებისა და ბოლშევიკების ემისარების სათარეშო ასპარეზათ. ვინაიდან ძველი საზღვარი დაცულია, ემისრებს საშუალება ეძლევათ დაუკითხავათ შემოვიდენ და აწარმოვონ თავიანთი ბნელი საქმეები, როგორც აჭარლების, აგრეთვე საქართველოსა და ანტანტის წინააღმდეგ.

ამავე დროს გართულებული მდგომარეობაა სამხრეთ არდაგანის მხარეშიაც. ჩალდირის და მის ახლო-მახლო რაიონებში უკვე დაწყებულია სომეხ-თათართა შეტაკება, რომელთა შორის ნამდვილი ომი სწარმოებს. მოქმედებს არტილერია. ქ. მერდენეკიდან თათრებს გამოურეკიათ სომხები, თუ დროზე არ იქნა ზომები მიღებული, მოსალოდნელია სისხლის ღვრის გაფართოება და მთელი არდაგანის და ბათუმის ოლქის ანარქიის საფრთხეში ჩაგდება. საჭიროა თავის დროზე იქნას მიღებული ზომები ვისგანაც ჯერ არს.      

            ქალაქ არდაგანში როგორც სომხებს, ისე თათრებს დახმარება უთხოვიათ ჩვენი ჯარისთვის.

მსგავსი/Related

Back to top button