ახალი ამბები

პროკურატურამ ბრალი ლევან ხაბეიშვილსაც წარუდგინა

ლევან ხაბეიშვილის ფიზიკური შეურაცხყოფისთვის ოცნების დეპუტატებისთვის ბრალის წარდგენის პარალელურად, გენერალურმა პროკურატურამ ბრალი თავად ლევან ხაბეიშვილსაც წარუდგინა.

პროკურატურის მიერ 31 იანვარს გავრცელებული განცხადების მიხედვით, საგამოძიებო უწყება ხაბეიშვილს 24 იანვარს თბილისის საკრებულოს დერეფანში მომხდარი ინციდენტის დროს ქართული ოცნების დეპუტატის ირაკლი ზარქუას მიმართ „განხორციელებულ ძალადობას“ ედავება.

პროკურატურამ ლევან ხაბეიშვილის მიმართ აღკვეთი ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button