civil.ge
სალომე ზურაბიშვილი PACE-ს ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 28 იანვარს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე, რომელიც სტრასბურგში 27-31 იანვარს იმართება, სიტყვით გამოვა. თავის გამოსვლაში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი საქართველოში მიმდინარე მოვლენებსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მძიმე სიტუაციაზე ისაუბრებს. ასამბლეაზე ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარის რანგში სიტყვით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანიც გამოვა და საქართველოს …