civil.ge
სასამართლომ ბათუმის ყოფილ მერს შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა
ბათუმის საქალაქო სასამართლომ 27 იანვარს ბათუმის ყოფილი მერი გიორგი ერმაკოვი (2014-2017 წლები) საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში დამნაშავედ ცნო და მას შვიდწლიანი პატიმრობა შეუფარდა. თავად ერმაკოვი ბრალს არ აღიარებს. აჭარის ტელევიზიის ინფორმაციით, ამავე საქმეზე დაკავებულ სხვა პირებს, არჩილ ვანაძის გარდა, რომელიც სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს, სასამართლომ ბრალი გულგრილობაში დასდო და მათ მუხლი გადაუკვალიფიცირა. თენგიზ პეტრიძე, ბაგრატ მანველიძე, ვლადაიმერ …