რესპუბლიკის ამბები

მოკავშირეთა უმაღლესმა საბჭომ სომხეთის დამოუკიდებლობა აღიარა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 25 იანვარი, N18

23 იანვარს, დილის ათ საათზე, ბრიტანეთის მთავარმა კომისარმა ამიერ-კავკასიაში ბატონმა უორდროპმა ინგლისის საგარეო საქმეთა მინისტრ ლორდ კერზონისაგან შემდეგი დეპეშა მიიღო:

„უმაღლესმა საბჭომ პარიზში გადასწყვიტა, რომ სომხეთის მთავრობა ცნობილ უნდა იქნას, როგორც მთავრობა „დე-ფაქტო“; მაგრამ ეს გადაწყვეტილება არას შემთხვევაში არ შეეხება საზღვრების საბოლოო გამორკვევას. ის შეეხება მხოლოდ სომხეთის სახელმწიფოს იმ სახით, როგორითაც იგი ახლა არსებობს სატახტო ქალაქ ერევნით და სავსებით აშკარა უნდა იყოს, რომ ეს ცნობა სრულიადაც არ შეეხება ოსმალეთის სომხეთს“.

მსგავსი/Related

Back to top button