civil.ge
ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა
22 იანვარს ბრიუსელში გამართული ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილმა და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მახარობლიშვილმა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს. კომისიის სხდომაზე გამოსვლისას, სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა „რუსეთის მიმდინარე ოკუპაციაზე“ და „ბორდერიზაციაზე“, ასევე თვითნებურ დაკავებებზე, ადამიანის უფლებების …