civil.ge
საფრანგეთ-იტალიის მისიათა ხელმძღვანელები საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავენ
საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 23 იანვარი, N16 საფრანგეთისა და იტალიის მისიების უფროსთა მოლოცვები საქართველოს გარეშე საქმეთა მინისტრმა ევგენი გეგეჭკორმა საფრანგეთის სამხედრო მისიის უფროსისა და იტალიის სამხედრო მისიის უფროსისაგან მიიღო შემდეგი ცნობანი: ბატონო მინისტრო! პატივი მაქვს გადმოგცეთ თქვენ იმ დეპეშის პირი რომელიც დღეს დილით ჩემი მთავრობისაგან მივიღე. ამასთანავე ამის გამო გთხოვთ მიიღოთ ჩემი გულმხურვალე მოლოცვა. მიიღეთ …