civil.ge
საქართველოს და აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრებმა თანამშრომლობაზე იმსჯელეს
საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 21 იანვარს თავის აზერბაიჯანელ კოლეგას, გენერალ-პოლკოვნიკ ზაქირ ჰასანოვს უმასპინძლა, რომელიც ღარიბაშვილის მოწვევით ერთდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში თბილისში იმყოფება. ჰასანოვის პრესსამსახურის ინფორმაციით, თავდაცვის მინისტრებმა შეხედულებები გაცვალეს სამხედრო თანამშრომლობის, ასევე საერთო ინტერესის მქონე სხვა საკითხებზე. ამავე ინფორმაციის თანახმად, რეგიონში არსებული ვითარების განხილვისას, მხარეებმა ორი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი და …