civil.ge
სუს-ი: საოკუპაციო ძალები აგრძელებენ ღობეების აღმართვას თბილისის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 20 იანვარს Civil.ge-ს აცნობა, რომ რუსეთის საოკუპაციო ძალები ცხინვალის რეგიონსა და დანარჩენ საქართველოს შორის გამყოფ ხაზზე „აგრძელებენ პროვოკაციურ ქმედებებს“. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, „მათ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში, უკანონო ინსტალაციები აღმართეს“. „მიმდინარეობს მავთულხლართების ე. წ. საზღვრის აღმნიშვნელი ღობეებით ჩანაცვლების პროცესი, რაც ე.წ. ბორდერიზაციის ნაწილს წარმოადგენს“, …