civil.ge
ბათუმის მუსლიმი და ქრისტიანი ქართველები ჟორდანიას დამოუკიდებლობის აღიარებას ულოცავენ
ერთობა, 1920 წლის 14 იანვარი, N9 ბათუმიდან (მთავრობის თავმჯდომარეს) ქართველი მუსულმანობა მთელ ქართველ ერთან ერთად ზეიმობს მოკავშირეთა მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობას. გვწამს, რომ მალე დადგება სანატრელი ჟამი ბათუმის ოლქის დედა სამშობლოსთან შეერთებისა. ხელოვნურათ მოწყვეტილნი დედა სამშობლოსთან მოუთმენლად მოველით ამ სანატრელ დროს. თქვენი ბრძნული საქმიანობა სამშობლოსადმი თავდადება თავდებია იმისა, რომ ეს ჟამი შორს არ არის. სამუსლიმანო …