Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

საქართველოში მყოფი დიპლომატიური მისიები რესპუბლიკის მთავრობას ახალ წელს ულოცავენ

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წლის 4 იანვარი, N3

მილოცვების მიღება მთავრობის მიერ ახალ წელს

1 იანვარს შუადღის 1 საათზე საგარეო საქმეთა სამინისტროში მთავრობა იღებდა მილოცვებს.

მთავრობას პირადათ მიულოცეს ახალი წელი მოკავშირეთა უმაღლესმა კომისარმა ამიერ-კავკასიაში და ამერიკის წარმომადგენელმა პოლკოვნიკმა ჰასკელმა თავისი თანაშემწეთი პოლკოვნიკ დელით და ამერიკის მისიის განყოფილების უფროსებთან ერთად; ბატონ ოლივერ უორდროპის გამო ბრიტანიის უმაღლესი კომისრის მოადგილემ ბატონმა მილიგან გრეიდმა, ინგლისის სამხედრო სამინისტროს სამხედრო ატაშემ მაიორმა დეილიმ. საფრანგეთის მისიის უფროსმა მაიორ დენონანკურმა ოფიცრობითურთ, იტალიის მისიის უფროსმა პოლკოვნიკმა გაბბამ ადიუდანტებით, დიპლომატიურმა წარმომადგენელმა სომხეთისა ლ. გ. ევანგულოვმა, ადერბაიჯანისამ – ვექილოვმა, საბერძნეთისამ – სტავრიდაკისმა, პოლონეთისამ – ოსტროვკიმ, ფინეთის – ბირკვისტრმა, უკრაინის – კრასკოვსკიმ, ლიტვისა და სხვა. აგრეთვე ამერიკის, იტალიის და სხვა სახელმწიფოთა კონსულებმა. მილოცვები მეგობრული ხასიათისა იყო. მილოცვების შემდეგ გაიმართა საუზმე.

მსგავსი/Related

Back to top button