Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

გურიის სამაზრო თვითმმართველობამ საკუთარი გაზეთი დაარსა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 1 იანვარი, N1

გურიის ერობაში

ოზურგეთის სამაზრო ერობის გამგეობამ გადასწყვიტა გამოსცეს ყოველკვირეული გაზეთი სახელწოდებით „გურიის ერობის მოამბე“. გაზეთის პირველი ნომერი გამოვა 1 იანვარს 1920 წლისა. გამგეობამ აირჩია სარედაქციო კოლეგია 3 კაცისაგან. გაზეთში იქნება როგორც ოფიციალური, ისე არა ოფიციალური განყოფილება. გაზეთში მოთავსდება საგულისხმო დადგენილებანი, როგორც სამაზრო, ისე სათემო ერობისა, მოხსენებები და საერთოდ ყოველგვარი ცნობა ერობების შესახებ აგრეთვე საერთო ხასიათის წერილები.

მსგავსი/Related

Back to top button