civil.ge
სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრობს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხს ვრცელი ინტერვიუ მისცა, რომელშიც სხვადასხვა აქტუალურ საკითხზე ისაუბრა. შეწყალება ინტერვიუში, რომელიც პირველი არხის ეთერში გუშინ საღამოს გავიდა, პრეზიდენტმა ყურადღება შეწყალების საკითხზე გაამახვილა და თქვა, რომ საკითხის მიმართ ბევრი კითხვა მხოლოდ „ნიშნის მოგებით“ დაისვა. მისი თქმით, მთავარი ყურადღება იმაზე გამახვილდა, თუ რატომ არ ხსნიდა პრეზიდენტი, კონკრეტულად რა გარემოებათა …