Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-ნოემბერში

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 19 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველ 11 თვეში, საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.4%-ით გაიზარდა და 11.5 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტის მაჩვენებელი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 11.7%-ით 3.4 მილიარდ აშშ დოლარამდე გაიზარდა, იმპორტის მაჩვენებელი კი – 8.1 მილიარდი აშშ დოლარია, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით ნაკლებია, უარყოფით სავაჭრო ბალანსი კი 4.7 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარ-ნოემბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 2.5%-ით, 2.8 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 14.2%-ით გაიზარდა და 752.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 7.4%-ით შემცირდა და 2.1 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 0.9%-ით გაიზარდა და 4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 21%-ით გაიზარდა და 1.8 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 11.3%-ით შემცირდა და 2.2 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, 1.6 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, 1.3 მლრდ, 982.4 მლნ, 932.8 მლნ და 605 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვება: უკრაინა – 588 მლნ აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები – 450.5 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 439.5 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 371.3 მლნ აშშ დოლარით და რუმინეთი – 362.7 მლნ აშშ დოლარით.

454 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი და უკრაინა, 444.6 მლნ, 353.9 მლნ, 256.6 მლნ და 222.8 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და გერმანია, 1.4 მლრდ, 868 მლნ, 785.3 მლნ, 488.2 მლნ და 390.8 მლნ აშშ დოლარით.

2019 წლის იანვარ-ნოემბრის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 601.9 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 594.6 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 261.2 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 202.7 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 159.7 მლნ აშშდოლარი; მინერალური წყლები – 124.3 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 114.2 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 85.6 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 67.1 მლნაშშ დოლარი; სიგარეტი – 49.9 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1.1 მლრდ აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარ-ნოემბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 685.8 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 579.4 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 545.1 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 313.5 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 281.9 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 182 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 93 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 91.6 მლნ აშშ დოლარი; ახალი საბურავები – 82 მლნ აშშ დოლარი; გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – 68.4 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 5.2 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button