civil.ge
ამერიკელი კონგრესმენების წერილს მმართველი გუნდი და ოპოზიცია აფასებენ
ამერიკელი კონგრესმენების მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გიორგი გახარიასთვის 13 დეკემბერს გაგზავნილ წერილს, სადაც ისინი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ დაპირების „უკუგდების“, ასევე „მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობის“ გამო „მზარდ შეშფოთებას“ გამოთქვამენ, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლები აფასებენ. „სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ. მმართველი გუნდის შეფასება გიორგი გახარია - საქართველოს პრემიერ-მინისტრი: „კონგრესმენები გახლავან საქართველოს მეგობრობის …