civil.ge
ამერიკელი კონგრესმენები „მზარდ შეშფოთებას“ გამოთქვამენ საქართველოში „დაპირებული პოლიტიკური რეფორმების უკუგდების“ გამო
აშშ-ს კონგრესში საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თანათავმჯდომარეებმა, ადამ კინზინგერმა და ჯერალდ კონოლიმ, 13 დეკემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი გახარიას წერილით მიმართეს, რომელშიც ამერიკელი კონგრესმენები „მზარდ შეშფოთებას“ გამოთქვამენ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების გამო, უკუეგდო თავისი საკვანძო დაპირება 2020 წლის არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების შესახებ, ასევე - იმ ცნობების გამო, რომელიც „მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ძალადობას“ ეხება. კონგრესმენების თქმით, 2020 წელს …