ახალი ამბები

ოკუპირებულ აფხაზეთს ახალი გენერალური პროკურორი და შს მინისტრი ჰყავს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ დღეს, სოხუმში, გენერალური პროკურატურის თანამშრომლებს უწყების ახალი ხელმძღვანელი ადგურ აგრბა წარუდგინა.

ხაჯიმბამ ახალი გენერალური პროკურორის წარდგენისას აღნიშნა, რომ პროკურატურა კანონიერებისა და მართლწესრიგის დაცვის თვალსაზრისით მნიშვნელოვან ამოცანებს ასრულებს და იმედი გამოთქვა, რომ უწყების ახალი ხელმძღვანელობა ამ ამოცანების ირგვლივ თანამშრომლების გაერთიანებას შეძლებს.

38 წლის ადგურ აგრბა გენერალური პროკურატურის თანამდებობაზე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პარლამენტმა 12 დეკემბერს, ხაჯიმბას წარდგინების საფუძველზე დაამტკიცა.

მანამდე, დაახლოებით ერთი კვირით ადრე კი, ხაჯიმბამ ახალი შინაგან საქმეთა მინისტრიც დანიშნა. ეს თანამდებობა 66 წლის რაულ სმირმა დაიკავა.

ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური პროკურორის და შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობები ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც სამართალდამცავი უწყებების ხელმძღვანელებმა სოხუმში 22 ნოემბერს მომხდარი გახმაურებული მკვლელობის ცხელ კვალზე გახსნა და დამნაშავეთა დაკავება ვერ შეძლეს, რის გამოც, 2 დეკემბერს, ხაჯიმბამ ისინი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

გენერალური პროკუტურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელების გადაყენება საზოგადოებრივი პროტესტის ფონზე მოხდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button