civil.ge
ხელისუფლება და ოპოზიცია საარჩევნო მოდელზე კვლავ ვერ თანხმდებიან
საარჩევნო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებით, ქართულ ოცნებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკების მესამე რაუნდი, რომელიც დღეს სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“, დიპლომატიური კორპუსის შუამავლობით გაიმართა, კვლავ პროგრესის გარეშე დასრულდა. განხილვის ძირითადი საგანი იყო მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის რეფორმა, რომელიც გულისხმობს დღეს არსებული 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქის გაუქმებას და მათ ნაცვლად, საქართველოს პარლამენტის მორიგი არჩევნებისათვის, 10 მრავალმანდატიანი ოლქის შექმნას, …