რესპუბლიკის ამბები

ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოება დეპეშას უგზავნის ერთა ლიგის მესამე კონფერენციას

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 14 დეკემბერი, N283

საგარეო საქმეთა სამინისტროში

[ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოება წარმოადგენდა ერთგვარ გაერთიანებას საკანონმდებლო ორგანოსა და მთავრობის წევრთა, დიპლომატთა და ინტელიგენციისა, რომელიც ეწოდა კამპანიას ერთა ლიგის შესახებ  ქართული საზოგადოების ცნობიერების ამაღლების კუთხის, ასევე დაკავებული იყო ლობისტური საქმიანობით. რესპუბლიკა 100-ს შენიშვნა].

ბრიუსელი. ერთა ლიგის მესამე კონფერენციის თავმჯდომარეს, ასლი, ინგლისის ერთა ლიგის თავმჯდომარეს ვიონტ გრეის ოფ. ფალონიდან:  ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოება  მხურვალე სალამს უძღვნის ერთა ლიგის საზოგადოების მესამე კონფერენციას ბრიუსელში და გამოსთქვამს გულწრფელ სურვილს, რომ მისი მუშაობა დაგვირგვინებულ იქნეს იმ დიადი აზრების სრული გამარჯვებით, რომლეიც საფუძვლად უძევს ერთა ლიგის საზოგადოებას.

მრავალ საუკუნეთა განმავლობაში თავისუფალი სახელმწიფო საქართველო დიდი ტანჯვის შემდეგ კვლავ აღსდგა და დამოუკიდებელი რესპუბლიკის სახით შემოდის, როგორც ახალი წევრი ხალხთა საერთაშორისო ოჯახში. ქართველი ერი იმედოვნებს, რომ ის დიდი მსხვერპლი, რომელიც მან მიიტანა კაცობრიობის და კულტურის საკურთხეველზე, თავის ისტორიულ დასაბამიდან დღევანდელი საშინელი ომის დასრულებამდე და მისი გადაულახავი ისტორიული უფლებები ჯეროვნათ დაუფასდა საერთაშორისო სამართლიანობის წინაშე.

საქართველოს საზოგადოება ნიშნავს თავის სრულუფლებიან წარმომადგენლად ერთა  ლიგის ბრიუსელის მესამე კონფერენციაზე ნიკოლოზ ჩხაიძეს და ზურაბ ავალიშვილს.

ერთა ლიგის საქართველოს საზოგადოების კომიტეტის თავმჯდომარე

ალექსანდრე ლომთათიძე

საზოგადოების კომიტეტის მდივანი

პავლე საყვარელიძე

მსგავსი/Related

Back to top button