civil.ge
ავღანეთში ხუთი ქართველი სამხედრო მსუბუქად დაშავდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ტერორისტების თავდასხმის გამო ქართული კონტინგენტის სწრაფი რეაგირების ქვედანაყოფის ხუთი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაშავდა. სამინისტროს ინფორმაციით, მე-12 ბატალიონის ხუთივე სამხედროს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათი ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ გამხდარა. სამხედროების მდგომარეობას და ბაზაზე არსებულ ვითარებას დღეს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და თავდაცვის ძალების მეთაური გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ …