civil.ge
პარლამენტმა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარედ დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცა
პარლამენტის 11 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ, 80 ხმით არცერთის წინააღმდეგ, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე დაამტკიცეს. ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტი ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც კომიტეტის აწ უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ აკაკი ზოიძემ 2 დეკემბერს დეპუტატის მანდატი დატოვა. ასევე წაიკითხეთ: https://civil.ge/ka/archives/330051