civil.ge
ზალკალიანი ეუთოს მინისტერიალზე: ვითარება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში „მკვეთრად უარესდება“
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი 5 დეკემბერს ბრატისლავაში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს 26-ე სესიის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა. თავის გამოსვლაში ზალკალიანმა აღნიშნა, რომ ეუთოს წევრ სახელმწიფოებში, მათ შორის, საქართველოში არსებული კონფლიქტები საერთაშორისო სამართლის პრინციპების სრული დაცვით, კერძოდ სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის გზით უნდა მოგვარდეს. ზალკალიანმა განაცხადა, რომ საქართველო უკვე 11 წელია, რუსეთის „სრულმასშტაბიანი …