civil.ge
ცხინვალის ხელისუფლებამ 2020 წლის ბიუჯეტი მიიღო
ოსური საინფორმაციო სააგენტო „რეს“-ის ცნობით, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის პარლამენტის მიერ 4 დეკემბერს მიღებულ „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში“ შემოსავლები 7.58 მილიარდ რუბლს (118 მილიონ აშშ დოლარს) შეადგენს, საიდანაც 6.22 მილიარდი რუბლი (97 მილიონი აშშ დოლარი) ანუ მთლიანი შემოსავლების 82% რუსეთის ფედერაციის მიერ დაფინანსდება. მოსკოვის დაფინანსებიდან 4.72 მილიარდი რუბლი (73.5 მილიონი აშშ დოლარი) „სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას“ მოხმარდება, ხოლო …