civil.ge
წულუკიანი ჰააგის სასამართლოს წევრ სახელმწიფოთა ასამბლეაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი, რომელიც ჰააგას სტუმრობს, 2 დეკემბერს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-18 სხდომაზე სიტყვით გამოვიდა. წულუკიანმა აღნიშნა თავის გამოსვლაში, რომ 11 წლის თავზე რუსეთ-საქართველოს ომიდან, რომლის დროსაც „საქართველოს მოსახლეობის წინააღმდეგ ეთნიკური წმენდა განხორციელდა, ხოლო სამოქალაქო და სამხედრო პირები სხვადასხვა სამხედრო დანაშაულებს შეეწირნენ“, ქართულ საზოგადოებაში „ძლიერი კონსენსუსი“ და „მაღალი …