civil.ge
ხანგოშვილის საქმეზე არშემდგარი თანამშრომლობის გამო გერმანია რუს დიპლომატებს აძევებს
გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა 4 დეკემბერს განაცხადა, რომ გერმანიამ რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა იმის პასუხად, რომ, „მაღალ დონეზე“ და „მრავალჯერ“ დაყენებული მოთხოვნის მიუხედავად, რუსეთის ხელისუფლება სათანადოდ არ ჩაერთო თორნიკე ქავთარაშვილის (ზელიმხან ხანგოშვილის) მკვლელობის გამოძიებაში, რომელიც ბერლინში 2019 წლის 23 აგვისტოს მოხდა. ვინ მოკლა საქართველოს მოქალაქე ბერლინის ცენტრში? ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ …