Placeholder canvas
ახალი ამბები

საქსტატი: წლიურმა ინფლაციამ ნოემბერში 7% შეადგინა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 3 დეკემბერს გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 2019 წლის ნოემბერში საქართველოს წლიური ინფლაციის დონემ 7% შეადგინა მას შემდეგ, რაც წინა თვეს 6.9% იყო. წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 0.9% შეადგინა.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ზრდამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (13.4%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (15.4%), დასვენება, გართობა და კულტურა (7%), ტრანსპორტი (3.1%), სასტუმროები, კაფეები და რესტორნები (7.4%).

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების მატებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები (1.2%), ალკოჰოლური სასმელები და თამბაქო (2%), დასვენება, გართობა და კულტურა (1.7%), ტანსაცმელი და ფეხსაცმელი (2.1%).

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button