რომის პაპის დესპანი ნოე ჟორდანიას მადლობის წერილს უგზავნის
გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 3 დეკემბერი, N274 27 ნოემბრის თარიღით მთავრობის თავმჯდომარემ შემდეგი წერილი მიიღო რომის პაპის ლეგატის ა. დელფუშესგან: „მის აღმატებულებას ბატონ ნოე ჟორდანიას, საქართველოს რესპუბლიკის პრეზიდენტს. ვსტოვებ რა ისეთ სტუმართ მოყვარე ქვეყანას, როგორიც არის საქართველო და ვბრუნდები რა რომში, ჩემი მისიის ანგარიშის ჩასაბარებლათ, ჩემს მოვალეობათ ვსთვლი მადლობა გამოგიცხადოთ იმ გულითად დახვედრისა და …