civil.ge
სასამართლომ ბანკი „ქართუს“ საქმეზე ნიკა მელია და ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბანკი „ქართუს“ ხელოვნურად გაკოტრების საქმეზე 2 დეკემბერს განაჩენი გამოიტანა და ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ნიკა მელია, რომელიც იმ მომენტისთვის აღსრულების ეროვნული ბიუროს უფროსი იყო და იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი დამნაშავედ ცნო. ნიკა მელიას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 24-205(1)-ე მუხლით (საწარმოს ქონების გადამალვაში დახმარება) და 332-ე მუხლით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) ედებოდა. სასამართლომ …