civil.ge
პრეზიდენტი პატიმრებს ახალი წესით შეიწყალებს
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 26 ნოემბერს ხელი მოაწერა ბრძანებულებას შეწყალების ახალი წესის დამტკიცების შესახებ, რომელიც საქართველოს პარლამენტთან და იუსტიციის სამინისტროსთან კონსულტაციით შეიმუშავა. შეწყალების ახალი წესი მსჯავრდებულთა საქმეების განხილვის კრიტერიუმებს და პროცედურებს ახლებურად განსაზღვრავს და განსხვავდება წინა პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის მიერ დამტკიცებული რეგულაციისგან, რომელიც 2014 წლის 27 მარტიდან 2019 წლის 26 ნოემბრამდე მოქმედებდა. შეწყალების პრინციპები წინა …