civil.ge
ევროპარლამენტარები საქართველოში განვითარებული მოვლენების შესახებ
27 ნოემბერს ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში განვითარებული მოვლენების შესახებ დებატები გაიმართა. ქვემოთ მოცემულია ამონარიდები ევროპარლამენტარების გამოსვლებიდან საქართველოს შესახებ. კატი პირი (ნიდერლანდები, სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი): „ამჟამად თბილისში ფართომასშტაბიანი აქციები მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ ვერ შეასრულა დანაპირები, რომ 2020 წლისთვის ქვეყანა სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასულიყო. ეს დაპირება მათ ქართველ ამომრჩევლებს მისცეს და ველოდებით, რომ ყველა …