civil.ge
პანკისში ადგილობრივების დაპირისპირებას მსხვერპლი მოჰყვა
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ საკობიანოში ადგილობრივებს შორის დღეს მომხდარი დაპირისპირების შედეგად, ერთი პირი გარდაიცვალა, სამი კი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს. შსს-ც ცნობით, დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“, ადგილობრივებზე დაყრდნობით, დაპირისპირების ორ შესაძლო მიზეზზე საუბრობს. ერთი ვერსიით, 36 წლის ვისური მუთოშვილის მკვლელობა …