civil.ge
თავდაცვის მინისტრმა აშშ-ში ვიზიტი დაასრულა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 19-22 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებს სტუმრობდა, ორ ქვეყანას შორის თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროში არსებულ თანამშრომლობას მიესალმა, რომელიც „არასდროს ყოფილა უფრო ძლიერი“. 22 ნოემბერს, საქართველოს თავდაცვის მინისტრი აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს დევიდ ნორქვისტს შეხვდა და უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის სამწლიან ჩარჩოხელშეკრულებას მოაწერა ხელი. პენტაგონში გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, დევიდ ნორქვისტმა განაცხადა, რომ …