civil.ge
ირაკლი ჩიქოვანი პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის თანამდებობას იკავებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა 21 ნოემბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე, რომ ირაკლი ჩიქოვანი, მისი მრჩეველი საერთაშორისო საკითხებში, ახლადშემოღებულ პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერის თანამდებობას დაიკავებს. მთავრობის მეთაურის თქმით, ახალი პოზიციის შემოღება ხელს შეუწყობს „სწრაფი, ეფექტური კომუნიკაციის დამყარებას ადმინისტრაციას, მოქალაქეებსა და მედიასშორის“. 39 წლის ირაკლი ჩიქოვანი, რომელსაც 2018 წლის დეკემბრიდან პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობა უკავია, ორივე თანამდებობას შეინარჩუნებს. 2012-2016 წლებში …