ახალი ამბები

საქართველოს საგარეო ვაჭრობა 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში

„საქსტატის“ მიერ19 ნოემბერს გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების თანახმად, 2019 წლის პირველ ათ თვეში საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 0.5%-ით გაიზარდა და 10.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 10.4%-ით გაიზარდა და 3 მლრდ აშშ დოლარი გახდა. იმპორტის მოცულობა 3.1%-ით შემცირდა და7.3 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი – 4.3 მლრდ აშშ დოლარი იყო.

წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებთან 2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოს სავაჭრო ბრუნვა 3.8%-ით, 2.6 მლრდ აშშ დოლარამდე შემცირდა. ევროკავშირში ექსპორტის მაჩვენებელი 14.2%-ით გაიზარდა და 685.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ევროკავშირიდან იმპორტის მოცულობა კი – 9%-ით შემცირდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი გახდა.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დსთ-ის ქვეყნებთან ვაჭრობა 0.6%-ით გაიზარდა და 3.5 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტი დსთ-ის ქვეყნებში 22.5%-ით გაიზარდა და 1.6 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 12.5%-ით შემცირდა და 1.9 მლრდ აშშ დოლარი გახდა.


2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, 1.5 მლრდ აშშ დოლარით თურქეთი კვლავ საქართველოს უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება, შემდეგ მოდის რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი, 1.2 მლრდ, 871.8 მლნ, 827.8 მლნ და 534.6 მლნ აშშ დოლარით.

მათ მოჰყვება: უკრაინა – 522 მლნ აშშ დოლარით; ამერიკის შეერთებული შტატები – 426.1 მლნ აშშ დოლარით; გერმანია – 402.1 მლნ აშშ დოლარით; ბულგარეთი – 333.7 მლნ აშშ დოლარით და რუმინეთი – 331.9 მლნ აშშ დოლარით.

409.8 მლნ აშშ დოლარით ექსპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი პარტნიორი რუსეთია. შემდეგ მოდის აზერბაიჯანი, სომხეთი, ბულგარეთი დაუკრაინა, 400.4 მლნ, 310.4 მლნ, 229.5 მლნ და 201.5 მლნ აშშ დოლარით.

იმპორტის კუთხით საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი, რუსეთი, ჩინეთი, აზერბაიჯანი და გერმანია, 1.3 მლრდ, 774.2 მლნ, 721.2 მლნ, 427.5 მლნ და 356.7 მლნ აშშ დოლარით.


2019 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, უმსხვილესი საექსპორტო ჯგუფი 528.5 მლნ აშშ დოლარით სპილენძის მადნები და კონცენტრანტები იყო. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი – 522.5 მლნ აშშ დოლარი; ფეროშენადნობები – 251.7 მლნ აშშ დოლარი; ღვინო – 177.4 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 149 მლნ აშშდოლარი; მინერალური წყლები – 111.7 მლნ აშშ დოლარი; სპირტიანი სასმელები – 97 მლნ აშშ დოლარი; აზოტოვანი სასუქები – 74.7 მლნ აშშ დოლარი; ოქრო – 59.4 მლნაშშ დოლარი; სიგარეტი – 49.9 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 1 მლრდ აშშ დოლარი.

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში ნავთობი და ნავთობპროდუქტები 616.2 მლნ აშშ დოლარით საიმპორტო სიის სათავეშია. შემდეგ მოდის: მსუბუქი ავტომობილები – 529.5 მლნ აშშ დოლარი; სპილენძის მადნები და კონცენტრანტები – 497.5 მლნ აშშ დოლარი; სამკურნალო საშუალებები – 290.7 მლნ აშშ დოლარი; ნავთობის აირები – 242.9 მლნ აშშ დოლარი; მობილური ტელეფონები – 161.7 მლნ აშშ დოლარი; ხორბალი – 83.9 მლნ აშშ დოლარი; სიგარეტი – 76.5 მლნ აშშ დოლარი; ახალი საბურავები – 76.1 მლნ აშშ დოლარი; ბულდოზერები – 60.8 მლნ აშშ დოლარი; დანარჩენი საქონელი – 4.7 მლრდ აშშ დოლარი.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button