Placeholder canvas
რესპუბლიკის ამბები

ფრანგული პრესა ვარლამ ჩერქეზიშვილის წერილს აქვეყნებს

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1919 წლის 19 ნოემბერი, N262.

ბ-ნ ჩერქეზიშვილის წერილი ფრანგულ გაზეთში

ჟურნალ „La Revue de Paris”-ს მწიფობის თვის ნომერში დაბეჭდილია დიდი წერილი მთელ ევროპაში კარგად ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილისა, სათაურით „საქართველო, მისი წარსული და მისი პოლიტიკური უფლებები“; წერილი პირდაპირ შეეხება თანამედროვე მომენტს და ურყევი ლოღიკური სისწორით ამტკიცებს ქართველ ერის უფლებას სახელმწიფოებრივ დამოუკიდებლობაზე.

„უცხოეთის დელეგატთა შორის, რომელნიც პარიზში იმყოფებიან – იწყებს ბ-ნი ჩერქეზიშვილი თავსი წერილს, არის საქართველსო დელეგაციაცო. ეს დელეგაცია გამოგზავნილ იქნა საქართველოს მთავრობის მიერ, რათა დაიცვას კონფერენციის წინაშე საქართველოს უფლება აღიარებულ იქნას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და მიღებული ერთა საზოგადოებაში“. „საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით საქართველოს აქვს უდაო უფლება იყოს დამოუკიდებელი, რადგან შეუერთდა რა რუსეთს თავისუფლად პროტექტორატის ხელშეკრულებით ის იძულებული გახდა. როდესაც რუსეთის იმპერია დაინგრა, აღადგინა თავისი განკერძოებული არსებობა ამ ერთი წლის თავისუფალ არსებობის განმავლობაში საქართველოს რესპუბლიკამ თავისი კონსტიტუციით, სოციალურ და პოლიტიკურ ცხოვრების მოწყობით აშკარად დაანახა მთელ ქვეყნიერებას, რომ ის ღირსია მიღებულ იქნას განათლებულ და დემოკრატიულ ერთა დიდი ოჯახის წევრად“.  შემდეგ ბატონი ჩერქეზიშვილი აღნიშნავს, რომ დღევანდელი თაობა განათლებულ კაცობრიობის, საქართველოს იცნობს, როგორც რუსეთის იმპერიის ერთ პროვინციასო. და ამის შემდეგ გადმოგვცემს მოკლეს, მაგრამ მეტად მკაფიოდ საქართველოს პოლიტიკურ და კულტურულ ისტორიას, აღნიშნავს რა საქართველოს გაშმაგებულ ბრძოლას არსებობისთვის საშუალო საუკუნეებში, ბ-ნი ჩერქეზიშვილი სამართლიანათ ასკვნის: „კანონიერი სამართლიანობა იქნება. 1919 წელს ევროპამ გაიგონოს, თუ რა დიდი სამსახური გაუწია საქართველომ ევროპას რამდენიმე საუკუნის განმავლობაში, როცა მან მხვერპლად შესწირა საუკეთესო შვილები დასავლეთის ცივილიზაციის დასაცველად“. ბ-ნი ჩერქეზიშვილი  დაწვრილებით არკვევს რუსეთთან საქართველოს ხელშეკრულების ბუნებას, ეხება ჩვენს პოლიტიკურ რევოლუციას მეცხრამეტე საუკუნეში, ჩვენი კულტურულ ღონის დევნას, რომელსაც ქართველი ერი განიცდიდა რუსთა ბატონობის დროს და დასასრულს ასკვნის: „ჩვენ აქ არაფერს ვამბობს საქართველოს ბუნებრივ სიმდიდრის შესახებ. სამრეწველო და სავაჭრო წრეებმა ეს კარგათ იციან. ამ სიმდიდრეთა გასავითარებლად საქართველოს საჭიროებს უფრო დაწინაურებულ ქვეყანათ თანამშრომლობას. მაგრამ, რომ შესძლოს საქართველოს ეს სიმდიდრე განავითაროს და ეკონომიური აღორძინება შესძლოს, მისთვის საჭიროა ყოველ უწინარეს მისი პოლიტიკური ბედი უზრუნველ ყოფილ იქმნას. სწორედ ამ აზრი გაგზავნა საქართველოს მთავრობამ პარიზში ოფიციალური დელეგაცია, რათა მიიპყროს ევროპის ყურადღება საქართველოს პოლიტიკურ უფლებებზე და იმ პოლიტიკურ და სოციალურ ორგანიზაციაზე, რომლის განხორციელებაც ქართველმა ერმა შესძლო თავის ერთი წლის დამოუკიდებელ არსებობის განმავლობაში. მართლაც ეს ორგანიზაცია არის მისი სიცოცხლის ძალის საუკეთესო გამოცდა გარანტია.

ახალგაზრდა რესპუბლიკა სთხოვს დღეს მოკავშირეთ იცნონ მისი დამოუკიდებლობა და მიიღონ ის ერთა საზოგადოებაში. ის მით უფრო იმედოვნებს ამ აღიარებას, რომ კიდევ 1885 წელს ყირიმის ომის დროს, საფრანგეთმა, ინგლისმა და მათმა მოკავშირე ოსმალეთმა აღუთქვეს საქართველოს, თუ ის რუსეთს არავითარ დახმარებას არ გაუწევდა, აღედგინათ მისი დამოუკიდებლობა. 25 ნოემბერს 1885 წელს საფრანგეთის წარმომადგენელი გრაფი მეგარი სწერდა:

„ჩვენ თქვენთვის მოგვაქვს დამოუკიდებლობა, ევროპას სურს, თქვენ შეხვიდეთ განათლებულ ერთა დიდ ოჯახში“. მიუხედავად ასეთი დაპირებისა, საქართველომ არ ისურვა რუსეთთან დადებული ხელშეკრულების დარღვევა, დღეს რომანოვთა იმპერიის დანგრევით ის სრულიათ თავისუფალია ყველა წინანდელ კავშირისაგან პოლიტიკურ და მთელი ქართველი ერი მოითხოვს პოლიტიკურ და მორალურ უფლებას ხელახლა დაიჭიროს თავისი ისტორიული ადგილი დამოუკიდებელ ერთა შორის“.

მსგავსი/Related

Back to top button