ახალი ამბები

პარლამენტის ყველა შესასვლელი პიკეტირებულია

ამ მომენტისთვის პარლამენტის სამივე შესასვლელი აქციის მონაწილეებს აქვთ პიკეტირებული. რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის წინ შეკრებილი აქციის მონაწილეთა ნაწილმა, პარტიების ლიდერებთან ერთად, პარლამენტის სამ შესასვლელთან კარვები გაშალა და ჭიშკრებს ბოქლომები დაადო.

პოლიტიკური პარტიების ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები ამბობენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა დაუბრუნდეს ხალხს და რომ ქართული ოცნების დეპუტატები, რომლებმაც პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის შესახებ გაცემული პირობა არ შეასრულეს, ხვალიდან საკანონმდებლო ორგანოში ჩვეულ რეჟიმში მუშაობის გაგრძელებას ვეღარ შეძლებენ. 


აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პარლამენტის შესასვლელებთან იქამდე დარჩებიან, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება და რომ უმრავლესობის წევრებს საკანონმდებლო ორგანოში შესვლის შესაძლებლობას არ მისცემენ.


აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ პროტესტის ეს ფორმა ძალადობის ფორმა არაა და რომ ისინი პიკეტირების შესახებ მათთვის კანონით მინიჭებული უფლებით სარგებლობენ. 

პიკეტირების პროცესში ძირითადად ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოსა და ახალი საქართველოს ლიდერები აქტიურობენ. 

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button