civil.ge
უკრაინაში ტერორიზმში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე დააკავეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ 15 ნოემბერს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, უკრაინელმა სამართალდამცავებმა, ქართველ კოლეგებთან თანამშრომლობით, კიევის მახლობლად საქართველოს მოქალაქე - „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი მეთაური, ალ ბარა შიშანი, იგივე ცეზარ ტოხოსაშვილი დააკავეს. უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ტოხოსაშვილი 2013 წელს სირიის ტერიტორიაზე მოქმედი ტერორისტული ორგაზიზაციის - „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ლიდერის ომარ ალ-შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის მოადგილე გახდა, 2016 …