ახალი ამბები

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ მიმართავენ

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარების შესახებ ქართული ოცნების საკონსტიტუციო ინიციატივის ჩავარდნის შემდეგ, 30-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია და 20-მდე სამოქალაქო აქტივისტი „ევროპის სოციალისტურ პარტიას“ წერილით მიმართავს და სთხოვს რეაგირებას „იმ სერიოზულ გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც დღეს დგას პლურალისტური და მონაწილეობითი დემოკრატია საქართველოში“.

„ევროპის სოციალისტურ პარტიას“ ევროპის მასშტაბით სოციალისტურ, სოციალ-დემოკრატიულ, ლეიბორისტულ და დემოკრატიულ პარტიებს აერთიანებს. მასში 33 სრულუფლებიანი წევრი, 12 ასოცირებული წევრი და 12 დამკვირვებელი პარტიაა, რომელთა შორისაც „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოც“ შედის.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები ყურადღებას ამახვილებენ ბოლო დღეებში საქართველოს პარლამენტში განვითარებული მოვლენებზე და აღნიშნავენ, რომ, „დადგმული პროცესის“ შედეგადაც, საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელთა საჭიროებაზე „თანხმდებოდა ყველა ოპოზიციური პოლიტიკური პარტია და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია“, ჩავარდა.

„სინამდვილეში, ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ პროცესს თავიდანვე მართავდა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს მის პარტიაში“, – აღნიშნავენ წერილის ავტორები.

მათივე თქმით, „მმართველი პარტიის ამ უპასუხისმგებლო ნაბიჯს პოლიტიკური პროცესი პარლამენტიდან ქუჩაში გადააქვს, რითაც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ უსაფრთხოებას და სტაბილურობას ქვეყანაში“.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება, ჩაეგდო თავისივე საკონსტიტუციო ინიციატივა, „აშკარად უპირისპირდება საქართველოს მოქალაქეების ნებას და აზიანებს თანასწორობას პოლიტიკურ ასპარეზზე“ . მათივე განცხადებით, ამ ქმედებებით „ქართული ოცნება“ ეწინააღმდეგება „ევროპელი სოციალისტების პარტიის“ ფუძემდებლურ ღირებულებებსა და პრინციპებს.

წერილის ავტორები თხოვნით მიმართავენ „ევროპის სოციალისტურ პარტიის“ ხელმძღვანელებს, თვალი ადევნონ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს.

„ასევე, გთხოვთ, ნუ გექნებათ ილუზია და არ მოტყუვდეთ მმართველი პარტიის წარმომადგენლების განცხადებებით, რომ ეს იყო შიდაპარტიული დემოკრატიის დემონსტრირება. სინამდვილეში, ეს არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ სახელმწიფოს მიტაცების პროცესის გაგრძელება, რომელსაც სურს გაახანგრძლივოს საკუთარი მმართველობა ფსევდოდემოკრატიული პროცესების საშუალებით“, – წერენ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

წერილს ხელს აწერენ:

  1. საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო
  2. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  3. საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი
  4. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  5. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი
  6. საზოგადოება და ბანკები
  7. საქართველოს ატლანტიკური საბჭო
  8. საქართველოს ფერმერთა ასოციაცია
  9. სტრატეგიული კვლევების რეგიონული ცენტრი
  10. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  11. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  12. მწვანე ალტერნატივა
  13. კვლევითი ჟურნალისტიკის და ეკონომიკური ანალიზის ცენტრი
  14. საფარი
  15. ადამიანის უფლებათა ცენტრი
  16. სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი
  17. ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი
  18. ცენტრი ემპათია
  19. მედიის განვითარების ფონდი
  20. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება
  21. საქართველოს გაეროს ასოციაცია
  22. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  23. მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის
  24. კონსტიტუციის 42-ე მუხლი
  25. თანასწორობის მოძრაობა
  26. დუშეთის განვითარების ფონდი
  27. ქუთაისის საინფორმაციო ცენტრი
  28. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი-ხარაგაული
  29. თავისუფლების ინსტიტუტი
  30. სალომე ბარკერი
  31. მარიამ ბაჯელიძე
  32. გიორგი მჟავანაძე
  33. ზუკა ბერძენიშვილი
  34. შოთა დიღმელაშვილი
  35. გიგა მაქარაშვილი
  36. თათუშა არველაძე
  37. მარიამ გეგუჩაძე
  38. ნოდარ რუხაძე
  39. სოფო კუჭავა
  40. ლექსო მაჭავარიანი
  41. ჯაბა ზარქუა
  42. გიორგი ნონიაშვილი
  43. ზაზა აბაშიძე
  44. მარიამ დოლიძე
  45. თამარ კურატიშვილი
  46. გიორგი გაბრიაძე
  47. ანა ჭარხალაშვილი
  48. გეგი სალუქვაძე

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button