civil.ge
ცხინვალმა დაკავებულ ქართველ ექიმს ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა
თბილისში მოღვაწე ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ოკუპირებული ახალგორის მუნიციპალიტეტის საოკუპაციო ხაზთან, ცხინვალის „სახელმწიფო უშიშროების კომიტეტმა“ უკანონოდ დააკავა, ამ დრომდე ცხინვალში რჩება. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, მას ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ვაჟა გაფრინდაშვილმა 9 ნოემბერს ოჯახს უთხრა, რომ საქმეებზე მიდიოდა, მოგვიანებით კი, თავის მეუღლეს დაუკავშირდა და აცნობა, რომ …