civil.ge
სანდრო ბრეგაძის მხრიდან ომბუდსმენზე „ზემოქმედების ფაქტზე“ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოძრაობა „ქართული მარშის“ ლიდერის სანდრო ბრეგაძის მიერ 12 ნოემბერს სახალხო დამხველის ოფისში განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო. შსს-ს მიერ 13 ნოემბერს გავრცელებული განცხადების მიხედვით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელის შეშლის მიზნით, მასზე ზემოქმედებას გულისხმობს და სასჯელის სახით ჯარიმას, ერთიდან ორ წლამდე „გამასწორებელ“ სამუშაოს, …