civil.ge
განათლების მინისტრის პოსტზე მიხეილ ჩხენკელი დააბრუნეს
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე კვლავ განათლების ყოფილი მინისტრი მიხეილ ჩხენკელი დააბრუნეს. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ხელი დღეს მოაწერა. მიხეილ ჩხენკელი განათლების მინისტრის თანამდებობაზე 2017 წლის ნოემბერში დაინიშნა და თანამდებობა მხოლოდ რვა თვის განმავლობაში ეკავა. 2018 წლის ივლისში ახალმა პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ იგი თანამდებობიდან გაათავისუფლდა და მის ადგილას მიხეილ ბატიაშვილი დანიშნა. …